მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტი ამჟამად შანხაიშია, რომელსაც 17,213 ადამიანს ჰყავს დასაქმებული.
Forbes-ის მიხედვით, 2018 წელს მან რეკორდული რაოდენობის, 42 მილიონი სტანდარტული ზომის კონტეინერი მიიღო, რაც 561 მილიონ ტონა ტვირთს უდრის. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს მისმა შემოსავალმა $5.6 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ტოპ 20 ყველაზე დატვირთული პორტიდან 15 აზიაში მდებარეობს. მსოფლიო გადაზიდვების საბჭოს ინფორმაციით, შანხაის პორტი უფრო დიდი მოცულობისაა, ვიდრე აშშ-ს ტოპ 5 პორტი ერთად აღებული.
50 ყველაზე მსხვილი პორტი მსოფლიოს მასშტაბით კი ასე ნაწილდება :
ჩინეთი - 40პროცენტი
აზიის დანარჩენი ქვეყნები - 30.9პროცენტი
ევროპა 14.8პროცენტი
შუა აღმოსავლეთი და აფრიკა - 5.8პროცენტი
დანარჩენი მსოფლიო - 4.2პროცენტი
აშშ - 3.9პროცენტი
წყარო: www.bm.ge
2431