ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს რუსეთის მიერ ქართველთა დეპორტაციის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 2006 წელს ჩადენილი ქმედების გამო, რუსეთის ფედერაციას საქართველოს 1500 მოქალაქის მიმართ 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილებით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევისთვის, თითოელ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის. 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს. 

საქმე სტრასბურგის სასამართლოს განსახილველად 2007 წლის 26 მარტს წარედგინა. 

საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი