მთავრობა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის “დიჯიტალიზაციას” გეგმავს.

ამის შესახებ “საქმის კურსს” ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, იმისთვის რომ რკინიგზა, პორტები, საბაჟო, გამშვები პუნქტები ერთ საინფორმაციო პლატფორმაში მოექცეს, საქართველო მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობას გეგმავს და ანალოგიური მზაობა მათი მხრიდანაც არსებობს. 

“ჩვენი სულ რამდენიმე საათის წინ მივიღეთ პარტნიორი ქვეენების მხრიდან წერილი, (დიპლომატიური წყაროების საშუალებით) სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი კორიდორის გაციფრულება”, - აცხადებს საღირაშვილი. რაც შეეხება ვადებს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ზუსტ ვადებს ვერ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხერხდება. “ჩვენ ლოგისტიკური სერვისები უნდა გვქონდეს გამართული და ერთიანი პლატფორმა შეიქმნას. ამით დაინტერესებულია ყველა ძირითადი მოთამაშე ქვეყნის შიგნით. ისინი მიუერთდებიან ამ სისტემებს და გაცილებით მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებენ ტვირთმფლობელებს”, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი