დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, კერძო საპენსიო სისტემაში ჩართული 22 333 ადამიანია. 2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საპენსიო სქემაში განხორციელებულმა საპენსიო შენატანებმა 3 მილიონ 210 ათასი ლარი შეადგინა. 

საპენსიო დაზღვევას მოქალაქეებს ბაზარზე სულ ორი სადაზღვევო კომპანია -"ალდაგი" და "ჯი პი აი ჰოლდინგი" სთავაზობს. მოქმედებს კიდევ ერთი კერძო საპენსიო ფონდი, რომელიც "საქაერონავიგაციამ" საკუთარი თანამშრომლებისთვის შექმნა. საპენსიო სქემაში ჩართული ყველაზე მეტი პირი „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ჰყავს: 11 465, შემდეგ მოდის „ალდაგი“ 10 339 პირი, „საქაერონავიგციას“ კი - 529. 

საპენსიო რეზერვებმა 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 26 მილიონ 250 ათასი ლარი შედაგინა, საპენსიო სქემის საინვესტიციო შემოსავალმა კი მილიონ 111 ათასი. 
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. კანონის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით: დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2პროცენტი-ს. დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2პროცენტი-ს. სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2პროცენტი-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. 

საპენსიო ფონდში თანხის შეტანა 2019 წლიდან უნდა დაიწყოს.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი