
2018 წლის 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 72.21 (+ 0,38) დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა კი ბარელზე 66.43 (+ 0,52) დოლარი შეადგინა.
22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „Opec+“- მა ნავთობის მოპოვების გაზრდის რეკომენდაცია გასცა.
5 ივლისს კი ტრამპიმა OPEC-ს ბენზინის ფასების შემცირებისკენ მოუწოდა. აპრილში აშშ-ს პრეზიდენტმა OPEC-ი ნავთობის მსოფლიო ფასებით მანილუპაციაში დაადანაშაულა.
წყარო: www.imedinews.ge
2479