New York Times-ის რეპორტიორმა ჯეკ ნიკასმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დიაგრამა გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია ბოლო 12 თვის განმავლობაში ბიტკოინისა და კომპანია Crocs-ის აქციების ფასის ცვლილება. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ კრიპტოვალუტის მაქსიმალური ღირებულება Crocs-ის აქციების მაქსიმალურ ფასზე გაცილებით მეტია, გრძელვადიან ინვესტიციებში ეს უკანასკნელი უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. 

როგორც ჟურნალისტი წერს, Crocs-ის აქციებში ფულის ჩადება უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა, ვიდრე კრიპტოვალუტა.

აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Crocs-მა იტალიაში არსებული უკანასკნელი საწარმოს დახურვა გადაწყვიტა.

ცოტა ხნის წინ კომპანიამ საწარმო მექსიკაშიც დახურა. მიზეზად კომპანიის ფინანსური პრობლემები სახელდება, თუმცა Crocs-ის ადმინისტრაცია ჯერ ამაზე არ საუბრობს. კომპანია 2002 წელს აშშ-ში დაარსდა.

კროქსებმა ყველაზე დიდი პოპულარობა ბოლო რამდენიმე წელია, რაც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, მოდის სახლის Balenciaga-ს რეზინის კროქსები ბაზარზე გამოსვლამდე მთლიანად გაიყიდა. Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი