16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი 2.5773 ნიშნულამდე გამყარდა. 

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.01 თეთრი შეადგინა. 

ლარის ევროს მიმართაც გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური კურსი 2.9299 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9495 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.96 თეთრი შეადგინა. 

სებ-ის ინფორმაციით, გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4452 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2729 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 აგვისტოდან შევა ძალაში. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი