ივნისში 3 971 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.2%-ით ნაკლებია. 
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 5 932,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 10,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ამავე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლებს აღემატებოდა და შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლებმა 810.1 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა კი 816.6 მლნ ლარი შეადგინა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი