საქსტატის ინფორმაციით, ივნისში, წინა წლის შესაბამისს პერიოდთან შედარებით, მშპ 4%-ით გაიზარდა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.

უწყების ცნობით, მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6 პროცენტი შეადგინა, 6 თვეში კი 5,7%.

ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა და 7,5% შეადგინა.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი