საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეფასებით, განსაკუთრებით ბოლო წლებში ჭარბვალიანობის ზრდის ტემპი ძალიან მაღალი იყო. 

ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჭარბვალიანობასთან ბრძოლისთვის დამატებითი რეგულაციების შესაძლო შემოღებას შეეხებოდა. 

„ჭარბვალიანობა არის რისკ-ფაქტორი. მისი ზრდის ტემპი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იყო ძალიან მაღალი იყო და კრიტიკულ ნიშნულს თუ მიაღწევდა, რასაკვირველია, შექმნიდა მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას და საბოლოო ჯამში, დაბალ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევდა. შესაბამისად, მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა. ჩვენ დაველოდებით შედეგებს, შევხედავთ, როგორია ზრდის ტემპი, კლებისკენ მიდის თუ - არა. თუ საჭირო იყო, დავამატებთ... ამ ეტაპზე, მოკლე ვადაში ასეთი არაფერი იგეგმება, თუმცა ზოგადად დინამიკას შევხედავთ. ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს და აქტიურად ჩავერევით, თუ საჭიროდ ჩავთლით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

ცნობისთვის: მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა ჭარბვალიანობის შესამცირებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი