ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების დღევანდელ აუქციონზე 25 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 64 020 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.030 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.016 პროცენტით განისაზღვრა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი