„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სკითხთა კომიტეტმა უკვე მოიწონა. საკითხი აკაკი ზოიძემ პრინციპების დონეზე წარმოადგინა და განმარტა, რომ ეს არის თანმდევი კანონპროექტი, რომლის მიღების მიზანია მისი შესაბამისობაში მოყვანა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტთან.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა. რეფორმის ფარგლებში  მომავალი პენსიისთვის თანხის წიანასწარ შეგროვება დასაქმებულებისთვის სავალდებულო ხდება. ისინი ხელფასიდან 2%-ს იხდიან, ამ თანხას კიდევ 2%-ს დამსაქმებელი, კიდევ ორს კი სახელმწიფო უმატებს. 

2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი