ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო სამსახურში სულ 113 413 პირი მუშაობს, რაც მცირედით ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. მაგალითად, 2016 წელს საჯარო სექტორი 115 756 დასაქმებულს აერთიანებდა, 2017 წელს კი 116 757 პირს.

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს შედარებით ნაკლები ადამიანი იღებს შრომის ანაზღაურებას, საერთო თანხა, მაინც უფრო მეტია, ვიდრე გასულ წლებში. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 1 413 619 ლარია გათვლილი, მაშინ როცა 2017 წელს 1 3 97 505 ლარი იყო, ხოლო 2016 წელს - 1 452 292 ლარი. 

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, რაც BM.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა, ყველაზე ხშირად ვაკანსიებს სამუშაო ადგილებზე, შემდეგი ორგანიზაციები აცხადებენ: 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 
2. სსიპ - შემოსავლების სამსახური; 
3. სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო; 
4. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო; 
5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; 
6. სსიპ - იუსტიციის სახლი; 
7. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“; 
8. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; 
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 
10. სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, 
11. დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი