ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საპენსიო რეფორმის ერთ-ერთ მთავარ რისკს საზოგადოების მაქსიმალური მოცვის საკითხი წარმოადგენს. 

როოგრც მიქაბაძემ BM.ge-ის განუცხადა, სამინისტრო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის დაწყებას გეგმავს, რაშიც როგორც - ფინანსურად ისე სტრატეგიის დაწერაში, G4G დაეხმარება. 

მინისტრის მოადგილის თქმითვე, საინფორმაციო კამპანიას უახლოეს მომავალში დაიწყებენ და მისი მთავარი მიზანი იქნება, თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს და დარწმუნდეს იმ პოტენციურ სარგებელში, რასაც რეფორმაში ჩართვა მოუტანთ. 

„მოგეხსენებათ, ჩვენ ავირჩიეთ ნახევრად სავალდებულო მოდელი და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მაღალია თვიდასაქმებულთა რაოდენობა, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომ მოსახლეობის მიერ მაქსიმალურად იქნეს აღქმული პოტენციური ბენეფიტები, რომ რეფორმაში ჩართულობის მაჩვენებელი იყოს მაღალი. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ თავიდან ჩართულობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ვერ მიიღწევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ პოტენციური სარგებლის შესახებ და შესაბამისად, ჩართულობა იყოს მაღალი. ეს აუცილებელია სისტემის ეფექტიანობისთვის“, - აღნიშნა მიქაბაძემ. 

მისივე თქმით, მთავრობამ შეისწავლა მსოფლიო გამოცდილება და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც საპენსიო რეფორმაზე ე.წ. კარდაკარის პრინციპზე დაფუძნებული კამპანა ჩაატარეს, მოსახლეობის რეეფორმაში ჩართულობა ძალიან მაღალი იყო. 

ეკა მიქაბაძეს მაგალითად სლოვაკეთი მოჰყავს, სადაც საქართველოსგან განსხვავებით, სრულიად ნებაყოფლობითი მოდელი აირჩიეს, მაგრამ პირველივე ეტაპზე მოსახლეობის 27% ჩაერთო. 

შეგახსენებთ: საპენსიო რეფორმის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო და ნაცვლად 2018 წლის მესამე კვარტლისა,  2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი