ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ჰენრიკ ნორმანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის მიზანია, საინვესტიციო პროექტების დაფინანსება იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს აღნიშნული ბანკი. 

ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის (NIB-ის) მიერ დაფინანსებული პროექტები, ძირითადად, მოიცავს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და გარემოს დაცვის სფეროებს. 

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დაფუძნდა 1975 წელს და ოპერირებს დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიტვას, ნორვეგიას და შვედეთს შორის 2005 წლის 1-ელ იანვარს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი