ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების დღევანდელ აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები, 5-წლიანი ვადით გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. კომერციული ბანკების მხრიდან მოთხოვნა 57 245 000 ლარზე იყო.

ფასიანი ქაღალდების მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.72 %-ით, მაქსიმალური 7.76 %-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.748 %-ით განისაზღვრა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი