15 ივნისს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 232.6 მლნ ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბიუჯეტში ერთ დღეში შემოსულ გადასახადებს შორის, ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 58.3 მლნ ლარით აღემატება. სულ ივნისში, 15 ივნისის ჩათვლით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულია 608.0 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 121.0 მლნ ლარით, 24.8%-ით აღემატება.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი