ფინანსური მომსახურების პროვაიდერი Mastercard მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. მალე ისინი ტრანზაქციების შესრულებას სელფის საშუალებით შეძლებენ.


“ქართულ ბაზარზე ახალი ცხოვრებისთვის ვემზადებით, თუ რამდენიმე წლის წინ ერთჯერადი კოდებით ან მობილური ტელეფონით გადახდა უცხო ხილი იყო ქართველებისთვის, მალე ტრანზაქციების შესრულება სელფითაც კი გახდება შესაძლებელი. ეს სმარტფონებით ანგარიშსწორების ახალი ტრენდი იქნება”- ამბობს „Mastercard”-ის რეგიონული დირექტორი საქართველოში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, იგორ სტეპანოვი.


2017 წლის IPM კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 % ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს, ეს კი თითქმის ყოველი მეორე გადახდაა. საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ევროპაში 60%-ია.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი