ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. ამ პერიოდში, მისი მოცულობა 8,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,0%-ით
აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს. მთლიანი ბრუნვის 47,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,4% - საშუალო, ხოლო 31,1% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,5%, საშუალოზე - 24,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე
- 31,6%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018
წლის I კვარტალში 12,7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,4%-ით
მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 8,3 მლრდ. ლარი
შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,3%-ით მეტი).

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი