BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.93% წინა კვირასთან შედარებით და -3.59% გასულ თვესთან შედარებით. 

ვაჭრობის მოცულობამ 328 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.32 – 34.36 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 1.78%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 5.75%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.83% შეადგინა. 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.82 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+2.06% წინა კვირასთან შედარებით და -0.89% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 128 ათასს გადააჭარბა, GBP 16.80 – 17.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-5.02% წინა კვირასთან შედარებით და -14.52% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 43 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.62 – 2.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 14 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.03% შეადგინა. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი