ეროვნული ბანკის ვიციე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე სესხების გაცემა სრულად არ იკრძალება, არამედ იზღუდება. 

"შემოვიდა შეზღუდვა და ამ შეზღუდვით, ასეთი ტიპის სესხები ბანკის კაპიტალის 25%-ს არ უნდა აჭარბებდეს. მთლიანად არ იკრძალება, მაგრამ ჭარბად რომ არ მოხდეს გაცემა, ეს შეზრუდვაც ამიტომაა", - განაცხადა მესტვირიშვილმა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ზოგიერთ ბანკს უკვე მიღწეული აქვს 25%-იანი ლიმიტი, ზოგიერთს კი ჯერ არა. 

როგორც მესტვირიშვილი განმარტავს, თუ ადამიანს აქვს შემოსავალი, მაგრამ ოფიციალურად არ აქვს დადასტურებული, ბანკებს აქვთ მისი შეფასების მეთოდები. 
"მაგალითად თუ არის კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება არ აქვს სრულად დადასტურებული შემოსავლები, ბანკს აქვს მეთოდები როგორ შეაფასოს ის და არ იზღუდება, რომ ასეთი სესხი გასცეს, თუმცა რა თქმა უნდა ჭარბად არ უნდა დააკრედიტოს, მხოლოდ შემოსავლის შესაბამისი სესხი უნდა გასცეს“, - განაცხად მესტვირიშვილმა. 

მისივე თქმით, მომავალში იგეგმება, რომ შემოსავლების სამსახურიდან შემოსავლების დადასტურება გამარტივდეს. 
"ფინანსთა სამინისტროს, ასევე აქვს ინიციატივა, რომლითაც 500 ათას ლარამდე ბრუნვის პირობებში, მარტივდება გადასახადის გადახდა, რაც შემოსავალების ოფიციალურად რეგისტრაციას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი