პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკუკლიას შეფასებით, შესაძლოა, საგარანტიო ფონდი იდეალური არაა, მაგრამ მსოფლიო სხვა პრაქტიკას არ იცნობს. 

ამის შესახებ კაკულიამ BM.ge-ის პირველი ვიცე პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საგარანტიო ფონდი ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. 

ამ თემაზე გუშინ სამუშაო შეხვერა ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც რომან კაკულიაც ესწრებოდა. 

„უნდა დავაკვირდეთ, რომ საქართველოში ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც თავისუფალი ბაზრის „უხილავი ხელი“ მოღერებული მუშტის ფორმის უფროა, ვიდრე - სიკეთით გამოწვდილი ხელის. ვინ არიან ეს ადამიანები - ესენი არიან მცირე და საშუალო მეწარმეები, რომელთაც დაახლოებით, 10-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და ასევე ისინი, ვისაც ახლა უნდათ საქმიანობის დაწყება. ამ კატეგორიას ორი პრობლემა აქვს: პირველი - კვალიფიციური ცოდნის დეფიციტი, რომ ბანკებისთვის მოსაწონი ბიზნეს-წინადადებები წარმოადგინონ და მეორე - საგირავნო უზრუნველყოფის არარსებობა, ამიტომ სახელმწიფოს როლი არის სწორედ იმაში, რომ განსაზღვროს ის სეგმენტი, რომელშიც კონცენტრირებას აზრი აქვს და ასევე, სხვადასხვა პროგრამებით უზრუნველყოს მათთვის კვალიფიკაციის ამაღლება და დაეხმაროს საგირავნო პრობლემების მოგვარებაში; ყველა სახელმწიფო პროგრამის მიზანია, რომ ადამიანები შედგნენ ბანკებთან ურთიერთობებისთვის. შეიძლება, საგარანტიო ფონდი არაა იდეალური, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკა სხვას არ იცნობს“, - განაცხადა კაკულიამ. 

მან არ გამორიცხა ისიც, რომ შესაძლოა, საგარანტიო ფონდში საბიუჯეტო სახსრების აკუმულირება მოხდეს.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი