ახალი საბანკო რეგულაციებით სესხის აღებას დღეიდან პენსიონერები და სტუდენტები ვერ შეძლებენ. იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, პენსია, როგორც შემოსავალი, ახალი რეგულაციით ბანკისთვის ხდება არახელსაყრელი.

"პრობლემას ორი მხარე აქვს. პირველი ინსტიტუციურია, ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ გასული წლიდან მოექცა არა მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ სხვა ბიზნესი, რომელიც განვადებასთან ან სესხის გაცემასთან არის კავშირში. მეორე - სისტემურია. ამ რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღებამდე არ არის შესწავლილი მათი გავლენა. მთავრობას პროგრამაში უწერია, რომ გავლენის შეფასების ე.წ. RIA-ს გარეშე არ შემოიღებდნენ ახალ რეგულაციებს. პენსიონერი ან სტუდენტი სესხს, რომ ვეღარ მიიღებს ამას რა მოჰყვება არ არის ჯეროვნად გააზრებული. პენსიონერს არ ექნება სესხი, მაგრამ სამაგიეროდ შეეზღუდება ან არ ექნება წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა თუ კომუნალურ მომსახურებაზე. სტუდენტს არ ექნება სესხი, მაგრამ შეეზღუდება განათლებაზე წვდომა. რეგულაციების წინააღმდეგი არ შეიძლება იყო, მაგრამ ეს რეგულაციები გონივრული და გააზრებული უნდა იყოს. მთავრობა მისცემს სესხს იმ პენსიონერს ან სტუდენტს? რა თქმა უნდა არა", - განუცხადა imedinews-ს ლევან ალაფიშვილმა.

დღეიდან ახალი საბანკო რეგულაციები ამოქმედდება.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი