
საბანკო ბარათებით განხორციელებული გადახდების რაოდენობა ბოლო 5 წელში 6-ჯერ გაიზარდა და მთლიანი უნაღდო გადახდების 76%-ს მიაღწია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2012 წელს - 41% იყო.
აღნიშნული ინფორმაცია ეროვნულის ბანკის 2017 წლის ანგარიშშია მითითებული. ამავე პერიოდში ორჯერაა გაზრდილი ინტერნეტბანკის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობაც, რამაც უნაღდო გადახდების 14.3 პროცენტი შეადინა.
თანხობრივი მაჩვენებლებით, ინტერნეტ- ბანკით ინიცირებული გადახდების წილი კვლავ ყველაზე დიდი იყო უნაღდო გადახდების ოპერაციებს შორის და 2017 წელს 72.5 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კლიენტების მხრიდან სულ უფრო ნაკლებად ხდება სერვის-ცენტრების გამოყენება გადარიცხვებისთვის. ბოლო 5 წელიწადში სერვის ცენტრებით გადარიცხული თანხების წილი უნაღდო გადახდებში 39%-დან 22%- მდეა შემცირებული.
2459