„მაგთი არაკორპორატიული აბონენტებისთვის მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა აცნობა. ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს.

„ჩემი ინფორმაციით ტარიფი აღარ გაძვირდება, – განაცხადა ბექაურმა.

მობილურ ინტერნეტზე გაზრდილი ტარიფი ძალაში 18 იანვარს უნდა შესულიყო, თუმცა ამ პროცესის 1 მარტამდე გადავადება კომპანიას მარეგულირებელმა კომისიამ სთხოვა.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი