
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის 70% დედაქალაქზე მოდის.
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
- თბილისი – 70.2%,
- აჭარის ა.რ. – 8.1%,
- ქვემო ქართლი – 6.1%,
- იმერეთი – 4.6%,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1%
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
- თბილისი – 65.0%,
- აჭარის ა.რ. – 8.9%,
- ქვემო ქართლი – 6.9%,
- იმერეთი – 5.2%,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.7%.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 64.0%,
- აჭარის ა.რ. – 9.3%,
- იმერეთი – 7.0%,
- ქვემო ქართლი – 5.5%,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%.
მომწოდებელი news.ge
3291