საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. პარალელურად, ახალ საზედამხედველო მიდგომებს აცნობს დაინტერესებულ საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო StrategEast-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში ფინტე...

მეტი

2020 წლის 7 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 132 010 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.200 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371 პროცენტით განისაზღვრა. კ...

მეტი

2020 წლის 7 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა  ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 53 600 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.290 პროცენტით, მაქსიმალური 8.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.310 პროცენტით განისაზღვრ...

მეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორობისა და ამ ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობების საკითხებს.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზგასმით ა...

მეტი

2020 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა. ...

მეტი

საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთ...

მეტი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ბროშურები ათი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგება და მათ ძირითად სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ. შემუშავებული ბროშურების მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმ...

მეტი

2019 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დამტკიცებული კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს (იხ. პრესრელიზი ) სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს  შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით მუშაობას. განისაზღვრა იმ კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი, რომელთა ერთი ნაწილი მიმდინარე წლის 1...

მეტი

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2020 წლის მაისის "თვის მიმოხილვას". მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა. გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება. გამოცემი...

მეტი

ფინანსური ანგარიში ფინანსური აქტივების და ვალდებულებების ნაშთების შესახებ  ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე კვარტალური სიხშირით გამოქვეყნდება.  ფინანსური ანგარიში ეკონომიკის სხვადასხვა ინსტიტუციური სექტორების, მათ შორის დანარჩენი მსოფლიოს, ფინანსური პოზიციისა და ფინანსური ნაკადების გადაადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს. ანგარიში ასახავს ფინანსური მაჩვენე...

მეტი