„ფინაგროს“-ს ორგანიზაციული ისტორია სათავეს იღებს 1996 წლიდან. 1996 წლიდან 2003 წლამდე გორის, თელავის, წნორის და ზესტაფონის საკრედიტო ასოციაციები, ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია ACDI/VOCA-თან თანამშრომლობით ახორციელებდნენ მიკროსაფინანსო საქმიანობას უშუალოდ სოფლის მეურნეობით ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისათვის. აღნიშნული საკრედიტო ასოციაციების მიერ 2003 წლის ნოემბერში დაარსდა „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ (სსმგფ).