პოლისი „ონკო ქეარი“ აზღვევს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკს და ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 150 000 ₾-ია. პოლისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება - კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ.
ჯიპიაი ჰოლდინგი ჩართულია კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში და ონკო ქეარის პირველი 500 გაყიდული პოლისიდან შემოსული თანხა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ორგანიზაცია „ჰერაში“ ირიცხება
შეიძინე პოლისი ონკო ქეარი, დააზღვიე სიმსივნის რისკი და შეიტანე წვლილი კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში.
დაზღვეულს თავად შეუძლია აირჩიოს მისთვის მისაღები ლიმიტი.
როგორ დავიცვათ საკუთარი ოჯახი, შვილები და ახლობლები მოულოდნელი უსიამოვნებისგან, ან როგორ დავიყვანოთ მათი შედეგები მინიმუმამდე? პასუხი მარტივია და უკვე მთელ მსოფლიოში კარგად აპრობირებული – სიცოცხლე შეიძლება დავაზღვიოთ.
თუ ოჯახის მარჩენალი მოულოდნელად გარდაიცვლება, დიდია იმის ალბათობა, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს. ამის გათვალისწინებით, ოჯახის მარჩენალს შეუძლია შეიძინოს სიცოცხლის დაზღვევა, რითაც უზრუნველყოფს ოჯახისა და შვილების ფინანსურ სტაბილურობას.